ქეთევან ციხელაშვილი - მინდა, თითოეულ ოჯახს ვუსურვო, რომ სიხარულის, მშვიდობის, კეთილდღეობის წელი გვქონოდეს
მინდა, თითოეულ ოჯახს ვუსურვო, რომ სიხარულის, მშვიდობის, კეთილდღეობის წელი გვქონოდეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ციხელაშვილი მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
„დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, თითოეულ ოჯახს ვუსურვო, რომ სიხარულის, მშვიდობის, კეთილდღეობის წელი გვქონოდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სინოდის წევრებთან ერთად ატარებს. ტრადიციულად, საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.