ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ი უკრაინას დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
აღნიშნული თანხა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების პოტენციალის განმტკიცებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დაკავებული მეზღვაურებისა და გემების დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
განცხადებიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ ქერჩის სრუტესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უკრაინისთვის დახმარების გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, დიდი ბრიტანეთი და ლიტვაც გეგმავენ.
აღნიშნული თანხა ასევე უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის არის გამიზნული.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტესთან რუსეთმა ორი უკრაინული გემი და მათზე მყოფი უკრაინელები დააკავა. ოპერაციის დროს რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური დაშავდა.