ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიეტუველი მინისტრები რუსეთისგან მუქარებს იღებენ.
„ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არავითარი სანქციები არ მიუღიათ. ჩვენ დავაწესეთ ჩვენი ეროვნული სანქციები პროტესტის ნიშნად, რომელიც ქერჩის სრუტეში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
დალია გრიბაუსკაიტეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციები დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ.
25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში რუსეთის ხომალდები უკრაინულ გემებს თავს დაესხნენ, ასევე დააკავეს 24 უკრაინელი მეზღვაური.