ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში, – ეს განცხადება თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააკეთა.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში. არავინ უნდა იყოს აღტაცებული შესრულებული საქმით. არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ“, – განაცხადა ქილიჩდაროღლუმ ერდოღანის გამოსვლის საპასუხოდ.
ქილიჩდაროღლუს თქმით, ერდოღანმა და მისმა პარტიამ ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ.
„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“, – თქვა ქილიჩდაროღლუმ.