ქემალ ქილიჩდაროღლუ - არჩევნები რთულ პირობებში იმართება, მჯერა ჩვენი ხალხის საღი აზრის, დემოკრატია და თავისუფლება აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, არჩევნები ძალიან რთულ პირობებში იმართება.
„ძვირფასო პრესის წარმომადგენლებო, მე ვეპატიჟები ყველა მოქალაქეს საარჩევნო ყუთებთან, რათა ნამდვილი დემოკრატია და თავისუფლება მოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ გავთავისუფლდეთ რეპრესიებისა და ავტორიტარული რეჟიმისგან. მიეცით უფლება ყველა მოქალაქეს, მისცეს ხმა და შემდეგ დაიცვან საარჩევნო ყუთები. ეს არჩევნები ძალიან რთულ პირობებში იმართება. ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანია. მჯერა ჩვენი ხალხის საღი აზრის, დემოკრატია და თავისუფლება აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.