ქემალ კილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ ცნობილია ბინძური მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენებასაც თურქეთის მთავრობა არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში შეეცდება
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ბინძური მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენებასაც ქვეყნის მთავრობა არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში შეეცდება.
„ეს „ბინძური ენა“ უნდა შეწყდეს. ჩვენი ხალხი ხედავს, რისი მიღწევა სურთ წარმოუდგენელი ბინძური თამაშებით და ბრალდებებით. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ და – არა ომში. ბევრი მთავრობა შეიცვალა, ჩვენ ყოველთვის წინ მივიწევდით. ჩემთვის ცნობილია ყველაზე ბინძური მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენებასაც არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში შეეცდებიან. და მე მათ ვეუბნები: ცოტა საღ აზრს მოუხმეთ!“ – წერს ქემალ კილიჩდაროღლუ „ტვიტერში.“