ქეი ბეილი ჰატჩისონი - საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორი და ალიანსის ნაწილია
საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, ვიცით, რამდენი რეფორმა გაატარა საქართველომ, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქეი ბეილი ჰატჩისონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში არის დემოკრატია, დაცულია კანონის უზენაესობა, ქვეყანა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რასაც ყველა აღიარებს.
„ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი საქართველოს მიმართ. ვიცით, რამდენი რეფორმა გაატარა საქართველომ. საქართველოში დემოკრატიაა, ქვეყანა პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, დაცულია კანონის უზენაესობა. ვფიქრობ, ამას ყველა აღიარებს და ეს არის საქართველოს სტატუსი გაძლიერებული პარტნიორობის შესახებ“, – განაცხადა ქეი ბეილი ჰატჩისონმა.
ელჩის თქმით, საქართველო ნატო-ს ნაწილია, როგორც პარტნიორი და ის გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
„ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს მიმართ არის საოცრად პოზიტიური განწყობა, რომ განვაგრძოთ თანამშრომლობა ამ სტატუსით. საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორია და ნატო-ს ნაწილია, როგორც პარტნიორი ჩვენს მისიებში და წვლილის შემტანი უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი რომელიმე მოკავშირე. ჩვენ ვაღიარებთ ამას, მოხარული ვართ ამ წვლილით და იმედი გვაქვს, ყოველთვის ახლოს ვიქნებით“, – განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ქეი ბეილი ჰატჩისონმა.