აჭარის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავარია გუშინ საღამოს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.