ქაშმირის სადავო რეგიონში ორმხრივი სროლის შედეგად, სამი პაკისტანელი და ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა
ქაშმირის სადავო რეგიონში ორმხრივი სროლის შედეგად, სამი პაკისტანელი და ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა

ქაშმირის სადავო რეგიონში ორმხრივი სროლის შედეგად, სამი პაკისტანელი და ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ პაკისტანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკონტროლო ხაზის გასწვრივ ინტენსიური სროლა დაიწყო.

ქაშმირში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო „ანიც“ და წერს, რომ ინდოეთს არმია ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს უარყოფს, ინციდენტს კი პაკისტანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აფასებს. პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში, ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ სროლების შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.