ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა Avicii-ის კლიპისთვის MTV-ის ჯილდო მიიღო

ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა Avicii -ის კლიპისთვის MTV-ის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რეჟისორი ავრცელებს.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება და ქართველს ეს ჯილდო პირველად ხვდა წილად.

ლევან ციქურიშვილმა Avicii-ის სიმღერაზე Lonely Together გადაიღო კლიპი.