შერეულ ორთაბრძოლებში M1-ის ვერსიით მოასპარეზე რაულ თუთარაულმა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კუბელი მეტოქე დაამარცხა.
70 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარზე თუთარაულმა მეტოქეს პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოუგო.
რაულ თუთარაული საქართველოს საოკუპაციო ზოლთან მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს და სპორტსმენი გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის.
რაულ თუთარაული შერეულ ორთაბრძოლასთან ერთად აღმოსავლურ საბრძოლო ხელოლოვნება კუდოში ასპარეზობს, სადაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, ვინც კუდოს მსოფლიო პირველობაზე მედალი დაისაკუთრა.
ჩინეთში გამართულ ტურნირზე კიდევ ერთმა ქართველმა, ვაჟა წიპტაურმა იასპარეზა. მან ბრაზილიელ რაფაელ დიასს სძლია.