ქართველი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის მოხვდა
ქართველი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის მოხვდა

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის სტიპენდიანტებს შორის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი მოხვდა. გიორგი სიხარულიძე ექვს რეჟისორს შორის შეირჩა და პარიზში 4- თვენახევრის განმავლობაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კინოცენტრი ავრცელებს.

გიორგი სიხარულიძე საქართველოში დაიბადა, 18 წლის ასაკში კი, სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. რეჟისორი რამდენიმე  მხატვრული ფილმის ავტორია, მათ შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ახალი წელი“ და „წითელი ვაშლები“, რომელიც ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სელექციაში მოხვდა.