ქართველი მწვრთნელის გუნდი მოლდოვაში ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ქართველი მწვრთნელის გუნდი მოლდოვაში ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

შოთა მახარაძის გაწვრთნილმა ტირასპოლის „შერიფი 2“-მა ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო, 22-ე ტურში 3:1 დაამარცხა რიბნიცასისკრა“ და მოლდოვის რანგით მეორე საფეხბურთო დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

შოთა მახარაძის გაწვრთნილებმა ჩემპიონატის ბოლოს „დაჩია-ბუიუჩანის“, „სპარტანისა“ და „ვიქტორიას“ სძლიეს და 49 ქულა დააგროვეს. ამდენივე ქულა დააგროვა „ვიქტორიამ“, თუმცა ქართველი მწვრთნელის გუნდმა კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა – გატანილი და გაშვებული გოლებით.

ქართველი სპეციალისტი წლებია მოლდოვაში საქმიანობს. იყო „შერიფის“ საფეხბურთო აკადემიის და 17-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბოლო წლებია მოლდოვის ჩემპიონის სარეზერვო გუნდი ჩააბარეს.

შოთა მახარაძის ხელმძღვანელობით გუნდი სამი წელია ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის – ორჯერ პლეი ოფში გავიდა, ბოლო გათამაშებაში კი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ტირასპოლის 19-წლამდელთა გუნდმა ტურნირის პირველი ეტაპი მესამე ცდაზე, ქართველის ხელმძღვანელობით 2019 წელს გადალახა.

42 წლის შოთა მახარაძე საქართველოში „ნორჩ დინამოში“ და გორის „დილაში“ საქმიანობდა. მწვრთნელობას გერმანიაში, ჰილდესჰაიმის სპორტული მეცნიერების უნივერსიტეტში სწავლობდა, არის უეფა-ს უმაღლესი სამწვრთნელო დიპლომის, პროფლიცენზიის მფლობელი.