ქართველის გუნდი იუნიორთა ლიგის პლეი ოფშია
ქართველის გუნდი იუნიორთა ლიგის პლეი ოფშია
შოთა მახარაძის გაწვრთნილი ტირასპოლის „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდი იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.
 
ქართველი სპეციალისტის გუნდმა მეორე რაუნდში ნორვეგიულ „სონდალთან“ გასვლაზე 1:3 წააგო. მაგრამ პირველ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე გავიდა და 19-წლამდელ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
„აქამდე „შერიფის“ 19-წლამდელებმა იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ. მიხარია, რომ მოვახერხეთ ის, რაც წინა 2 ევროსეზონზე გუნდმა ვერ შეძლო და პლეი ოფში გავედით. ჩემთვის საამაყოა, რომ ეს წარმატება გარკვეულწილად საქართელოს უკავშირდება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან შოთა მახარაძე.