მახარაძე „რეალის“ წინააღმდეგ - ქართველი მწვრთნელის 19-წლამდელთა გუნდი მადრიდში დამარცხდა 1TVSPORT
მახარაძე „რეალის“ წინააღმდეგ - ქართველი მწვრთნელის 19-წლამდელთა გუნდი მადრიდში დამარცხდა 1TVSPORT

ტირასპოლის „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდი, დიდების გუნდთან ერთად, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა, მადრიდის „რეალის“ თანატოლებთან ითამაშა და დამარცხდა.

მოლდოვის ჩემპიონის ახალგაზრდული გუნდისადმი ქართველი გულშემატკივრის ინტერესს ის განაპირობებს, რომ „შერიფის“ 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი შოთა მახარაძეა.

მთავარი გუნდისგან განსხვავებით, „შერიფის“ ახალგაზრდულ გუნდს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ არ მოუგია. პირველი მატჩი გუნდმა ტირასპოლში, დონეცკის „შახტარის“ ახალგაზრდებთან 0:5 წააგო, ხოლო დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მადრიდში „რეალთანაც“ დამარცხდა.

ესტადიო ალფრედო დი სტეფანოზე“ გამართულ შეხვედრაში ესპანელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 51-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო. „რეალის“ ახალგაზრდებმა ამის შემდეგ სამი გოლი გაიტანეს და 4:1 მოიგეს. დუბლი იგლესიასმა შეასრულა.