იუნიორთა ლიგაზე ქართველის გუნდი „პლეი ოფს“ მიუახლოვდა
იუნიორთა ლიგაზე ქართველის გუნდი „პლეი ოფს“ მიუახლოვდა
იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდი პლეი ოფში გასვლის რეალური კანდიდატია. ევროპის 19-წლამდელთა ტურნირის ჩემპიონთა გზის მეორე რაუნდის შეხვედრაში, მოლდოვის ჩემპიონმა ნორვეგიის „სონდალი“ ტირასპოლში მიიღო და 2:0 მოუგო.
 
გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი, შოთა მახარაძეა. ტირასპოლელები ამ ტურნირზე მესამედ მონაწილეობენ, მაგრამ მეორე ეტაპზე პირველად სწორედ ქართველის ხელმძღვანელობით გავიდნენ.
„შერიფი“-„სონდალის“ განმეორებითი შეხვედრა 27 ნოემბერს ნორვეგიაში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ტირასპოლში მატჩის დელეგატად უეფამ ქართველი დავით დათუნაშვილი მიავლინა.
დატოვე კომენტარი