იტალიურმა მოდის სახლმა „გუჩიმ“ 2018 წლის Pre-Fall კატალოგი გაავრცელა.
2018 წლის გუჩის ლუქები, მსოფლიოს სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად, ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძე წარმოადგინა.
ეს არ არის ქართველი მოდელისა და იტალიური ბრენდის პირველი თანამშრომლობა.
მარიშა ურუშაძემ 2017 წლის მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-ს გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა.
ქართველი მოდელი პოდიუმზე ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა.