ქართველი მკლავჭიდელების სამი გამარჯვება დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდების შეხვედრაში #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ შეჯიბრებაზე ქართველმა მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს. ტურნირზე ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. დასავლეთის ნაკრები იყო დაკომპლექტებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებით, ხოლო აღმოსავლეთის გუნდში ევროპისა და აზიის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. საბოლოოდ გაიმარჯვა აღმოსავლეთის ნაკრებმა.
ტურნირში მონაწილეობა ხუთმა ქართველმა მკლავჭიდელმა მიიღო: რევაზ ლუტიძემ, გენადი კვიკვინიამ, ზურაბ თავბერიძემ, ირაკლი ზირაქაშვილმა და დავით სამუშიამ. მათგან გამარჯვება რევაზ ლუტიძემ, გენადი კვიკვინიამ და ზურაბ თავბერიძემ მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ რევაზ ლუტიძე და გენადი კვიკვინია იმავე ლიგასა და იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, რომელშიც ლევან საგინაშვილი (ქართველი ჰალკი) ასპარეზობს.