კურიოზული გოლები საქართველო-აზერბაიჯანის შეხვედრაში
21:44, 23.01.2018
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ბელეკში აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ფრედ ითამაშა.
გია ცეცაძის გუნდს ავადმყოფობის გამო გიორგი კიკნაძე აკლდა, დანარჩენები კი მწყობრში იყვნენ. ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა, რომელმაც ორი დღით ადრე, ალბანეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან 0:1 წააგო.
მეტოქე პირველი ტაიმის 45-ე წუთზე კურიოზული გოლით დაწინაურდა – ქართველმა მცველმა გიორგი ახალაძემ ბურთი ცუდად მოიგერია და მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო – 0:1.
მეორე ნახევარში, გია ცეცაძისგაწვრთნილებმა წონასწორობა აღადგინეს. ბექა მიქელთაძეც არანაკლებ კურიოზული გოლის ავტორი გახდა: ამჯერად, ბურთის მოგერიებას აზერბაიჯანელი მცველი ცდილობდა და კარის წინ თავზე ქართველ თავდამსხმელს მოახვედრა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.