საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს პორტუგალიასთან, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტსა და F ჯგუფის ლიდერთან მართავს.
მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი გაიტანა.
ქალაქ გელზენკირხენში მიმდინარე მატჩს ქართველი გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც უყურებს.