საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ მართავს შეხვედრას.
საქართველო-ესპანეთის მატჩი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
გერმანიის ქალაქ კიოლნში მიმდინარე შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც უყურებს.
26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.