ქართველი გულშემატკივრები მესხის სტადიონზე ანგარიშის გახსნის შემდეგ [ფოტო]
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ მართავს შეხვედრას.
მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ესპანელები ფლობენ, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა ჩაჭრა.
გერმანიის ქალაქ კიოლნში მიმდინარე შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამონტაჟებული დიდი ეკრანის მეშვეობითაც უყურებს.