ქართველი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გასვლას ზეიმობენ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.