საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ ისტორიულ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან ჩასატარებელ პირველ მატჩამდე ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდის ცენტრში შეიკრიბნენ. დორტმუნდის ქუჩებში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს აცვიათ ეროვნული ნაკრების მაისურები, ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი სხვადასხვა ატრიბუტიკა.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.