ქართველი ენათმეცნიერი მზექალა შანიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოეს [ფოტო]
ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი, მზექალა შანიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოეს.
მზექალა შანიძეს ჯილდო მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსანთა დასმა და ფონდმა „ქართველი“ გადასცეს.
დაჯილდოება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
მზექალა შანიძე 100 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფებისა და თარგმანების ავტორია. 1953 წლიდან იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფილოლოგიისა და ქართული ლიტერატურის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ენის შესწავლის საქმეში.