ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ორ-ორი ოქროს და ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, სოფიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.
თბილისის აეროპორტში მათ სპორტის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
კონტინენტის ჩემპიონები ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, მესამე ადგილები კი ეთერ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა დაიკავეს. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.