ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთში გააგრძელებენ
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული გუნდის წევრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთში გააგრძელებენ.
7-დან 14 ივლისის ჩათვლით ტაშკენტში დაგეგმილ ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი დაიცავს.
85 კგ. წონით კატეგორიაში ნოდარ კაკაბაძე და რევაზ დავითაძე გამოვლენ, ხოლო 105 კგ. წონით კატეგორიაში საკუთარ ძალებს ირაკლი ჩხეიძე მოსინჯავს.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები საჩხერეში ლაშა ტალახაძის სახელობის დარბაზში ემზადებოდნენ და პირველი ტესტშეკრების შემდეგ საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ტალახაძის დარბაზი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზად დაასახელა.
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული გუნდის წევრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთში გააგრძელებენ.