ქართველი ავტორების კრებული „საქართველო - ლიტერატურული მოგზაურობა” გერმანულ ენაზე გამოიცა
ქართველი ავტორების კრებული „საქართველო - ლიტერატურული მოგზაურობა” გერმანულ ენაზე გამოიცა

გამომცემლობა Frankfurter Verlagsanstalt-მა კრებული „საქართველო – ლიტერატურული მოგზაურობა” გერმანულ ენაზე გამოსცა.

წიგნი 12 ავტორის ნაწარმოებებს აერთიანებს ესენია: აბო იაშაღაშვილი, არჩილ ქიქოძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნესტან (ნენე) კვინიკაძე, ირმა ტაველიძე, თამთა მელაშვილი, ულა ლენცე, კატია პეტროვსკაია, სტეფან რეიხერტი, ვოლტერ შმიდტი, ფატმა აიდემირი და ლუსი ფრიკე.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრათსფილდმა და სიბილა ჰაინცემ იმუშავეს. ილუსტრაციების ავტორია იულია ნოვიკოვა.

12 ავტორის კრებული სხვა გერმანულ ენაზე გამოცემულ წიგნებთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, 2018 წელს გერმანიაში, ყველაზე მასშტაბურ წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.