ქართველი ავტომრბოლელი ასპარეზობას ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს
ქართველი ავტომრბოლელი ასპარეზობას ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს

ფორმულა „რენოს“ ახალაგაზრდა ქართველი ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ იძულებულია, არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერის გამო ასპარეზობა შეწყვიტოს.

„დიდი ალბათობით, მომიწევს გამოვეთიშო ჩემპიონატს სადაც არც თუ ცოტა შანსი მქონდა მომეგო 2019 წლის სეზონი“, – აცხადებს თავართქილაძე, – „სამწუხაროდ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოვახერხე მომეძიებია ბოლო ნაწილი გადასარიცხი თანხისა. 7 შეჯიბრიდან შევძელი მომეგო 4 პოდიუმი და დიდი გამოცდილება მიმეღო დარჩენილ 6 შეჯიბში. იყო შნასი კიდე მეტი წარმატების, მაგრამ, რას ვიზამ, არ აღმოჩნდა არცერთი კომპანია, რომელიც ისურვებდა ჩემს სპონსორობას და ავტოსპორტის გვერდით დგომას ფორმულის კლასში.

მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმათ, ვინც საშუალება მომცა, მეასპარეზა ამ 7 ეტაპზე“