ქართველებმა კუნგფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს
ქართველებმა კუნგფუს მსოფლიოს ჩემპიონატზე, დიდი კონკურენციის მიუხედავად, საჩვენებელ გამოსვლაში ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 წევრი წარმოადგენდა.
მარიამ თურმანიძე ოქროსა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, დავით გულისაშვილი – 2 ვერცხლს, მეორე ადგილზე გავიდა ნინო ჩიხლაძეც, ხოლო ვეტერანებში მესამეზე – ლაშა სუმბულაშვილი.
ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
6-12 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ ემეიშანში კუნგფუს (ტრადიციული უშუ) მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც 57 ქვეყნის 927 სპორტსმენი მონაწილეობდა.