ქართველების გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებას ემხრობა
ქართველების გუნდი კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებას ემხრობა

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში არიან ადამიანები, ვისაც ჩემპიონატის დასრულება არ სურთ და მზად არიან, რომ ჩემპიონი ბოლო ტურის შედეგებით გამოაცხადონ. „ანორთოსისი“ ამას კატეგორიულად ეწინაააღმდეგება,“ – განაცხადა თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ რადიო „სუპერ სპორტს FM“-თან ინტერვიუში.

ქეცბაიას გაღიზიანებას ის იწვევს, რომ მისმა კონკურენტმა ნიქოზიას „ომონიამ“ გალიდერება მხოლოდ 22-ე ტურის შემდეგ მოახერხა. 23 ტურის შემდეგ, ნიქოზიას „ომონიას“ და ფამაგუსტას „ანორთოსისს“ 46-46 ქულა აქვთ, მაგრამ პირადი შეხვედრებში უპირატესობით პირველზე ნიქოზიელები არიან. მისი აზრით, ჩემპიონი მოედანზე უნდა დასრულდეს და არა კაბინეტში გადაწყვეტილებით, როგორც ეს ბელგიაში მოხდა.

„ჩემპიონატის გამარჯვებული მოედანზე უნდა გაირკვეს. ინგლისში, სადაც „ლივერპულის“ შედეგებიდან გამომდინარე ყველაფერი უკვე ნათელია, ჩემპიონად მისი დასახელება ჯერ არ გადაუწყვეტიათ. თავად „ლივერპულშიც“ მზად არიან, რომ ოქროს მედლები მოედანზე მოიპოვონ. სამწუხაროდ, ზოგიერთს კვიპროსში ჩემპიონის გამოვლენა სხვაგვარად სურს და ზოგიერთი უკვე გადაწყვეტილებას ამზადებს,” – ირწმუნება ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი.