ქართველები კონფრენს ლიგაზე - დაუშვილმა ითამაშა, ქვილითაია კიდევ ისვენებს #1TVSPORT
კონფრენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების ნაწილი 20 ივლისს გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.
მხოლოდ მურთაზ დაუშვილმა ვიხილეთ ნიქოზიას „აპოელის“ შემადგენლობაში, რომელიც „ბოტევს“ პლოვდივში ესტუმრა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბულგარელებთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ორივე გუნდს კაპიტანი დააკლდა. კვიპროსელთა ქართველ თავადმსხმელს, გიორგი ქვილითაიას კუნთის ტრავმა აწუხებს და გუნდს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება. „ბოტევში“ კი ტოდორ ნედელევმა ვერ ითამაშა, რომელიც თბილისში მომხდარი ავარიისა და გადატანილი ოპერაციის შემდეგ ჯერ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს. მატჩი 0:0 დასრულდა.
ტალინის „ლევადია“ „ტა ქალის“ სტადიონზე მალტურ „ჰიბერნიანს“ ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. ესტონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც 77 წუთზე შეცვალეს.
ორივე წყვილში განმეორებითი შეხვედრები 28 ივლისს გაიმართება. კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრებს ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ დღეს, 21 ივლისს ჩაატარებენ.