ქართველები ევროტურნირებზე | მიქაუტაძის „ლიონი“ „ბეშიქთაშთან“ დამარცხდა, გოჩოლეიშვილს „კოპენჰაგენში“ არ უთამაშია #1TVSPORT
ქართველები ევროტურნირებზე | მიქაუტაძის „ლიონი“ „ბეშიქთაშთან“ დამარცხდა, გოჩოლეიშვილს „კოპენჰაგენში“ არ უთამაშია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპა ლიგაზე მესამე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და, არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, 0:1 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი ფრანგების ძირითად შემადგენლობაში ამჯერადაც ვერ მოხვდა და მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ლიონი“ უკვე აგებდა – გოლი ჟედსონ ფერნანდეშმა 71-ე წუთზე გაიტანა. თურქი მცველები დაცვაში მჭიდროდ თამაშობდნენ და მიქაუტაძეს თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ კი კონფერენს ლიგის მეორე ტურში „ბეტისთან“ გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა – 1:1. ქართველი მცველი დანიელთა განაცხადში არ ყოფილა.

ანგარიში ესპანელებმა აბდე ეზალზულის დარტყმით გახსნეს, მაგრამ დანიელებმა იბრძოლეს და თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს – საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე „კოპენჰაგენის“ მცველმა, კევინ დიკსმა დააფიქსირა.