ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა, „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად წარადგინოს
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა, „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად წარადგინოს

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ რიგებში გაწევრიანდეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს ბათუმში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დაადასტურა. ის აცხადებს, რომ ნაკაიძისა და მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო პარტიაში „მატების“ შესახებ ხვალ ისაუბრებს.

„ის არის საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნება, რაც მთავარია, ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების კუთხით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნაკაიძეს, გავრცელებული ინფორმაციით, ხულო-შუახევი – ქედის მაჟორიტარად წარადგენენ.

ტარიელ ნაკაიძე კი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციებს მართავს.

„რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, როგორც „ევროპული საქართველოსგან“, ასევე სხვა პარტიებისგან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ, მექნება შეხვედრები „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.