„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კვლევების, ეგზიტპოლების, პარალელური დათვლისა და ცესკო-ს შედეგების შედარებითი ანალიზი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კვლევების, ეგზიტპოლების, პარალელური დათვლისა და ცესკო-ს ოფიციალური შედეგების შედარებითი ანალიზი წარადგინა.
წარდგენისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ მონაცემების შორის არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ანალიზი საზოგადოებას შეუქმნის რეალურ წარმოდგენას, რა ხდებოდა, მათ შორის მოლოდინებთან დაკავშირებით, რაც იყო სხვადასხვა ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში.
„ეს მონაცემები ქმნის წარმოდგენას, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, რა საარჩევნო პროგნოზი იყო მათ შორის პარალელური დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგადაც. ეს საზოგადოებას შეუქმნის ნათელ სურათს, რა ხდება სინამდვილეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მედიით განზრახ ვრცელდება მათი ოპონენტების მიერ არასწორი ინფორმაცია.