ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ პორტუგალიაში ფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა
ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ პორტუგალიაში ფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა

პორტუგალიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე „8 წუთი“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ავრცელებს.

საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეს ფილმის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ფილმი აპოკალიფსური შინაარსისაა. “8 წუთი“ მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება.

ფილმი Siberfilms-ის სადებიუტო ნამუშევარია. რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძესა და პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს, მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.

ფილმში მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.