ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოელი გამომცემლებისთვის მთარგმნელობითი პროგრამის შედეგებს აქვეყნებს
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოელი გამომცემლებისთვის მთარგმნელობითი პროგრამის შედეგებს აქვეყნებს

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის, „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ შედეგებს აქვეყნებს. 2018 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდში, ცენტრი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 32 საერთაშორისო პროექტს დააფინანსებს.

ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები ცხრა ქვეყანაში გამოიცემა. მათ შორისაა: გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ისრაელი, კორეა და ირანი.

გერმანულ ენაზე გამოიცემა 18 ქართული ნაწარმოები, რომელთა შორისაცაა :
გიორგი კეკელიძე – „თომას ზღაპრები“ – Lausinger Verlag
ანა კორძაია-სამადაშვილი – „შუშანიკის შვილები“ – Verlag Hans Schiler
ალეკო შუღლაძე – „გადამალვა“ – Klak Verlag
ნატო ინგოროყვა – „ქართული ლირიკა III“(პოეტური კრებული) – Corvinus Presse
ერეკლე დეისაძე – „ოთარაანთ ქვიარი“ – Mitteldeutscher Verlag GmbH
ლანა ღოღობერიძე – „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ – Mitteldeutscher Verlag GmbH
გოდერძი ჩოხელი – თხზულებათა კრებული – Traian Pop Verlag
ნანა ბოლაშვილი, ანდრეას დიტმანი – „საქართველოს ეროვნული ატლასი“ – Franz Steiner Verlag GmbH
რუსუდან გორგილაძე – „კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში“ – Conte Verlag GmbH
ნინო ხარატიშვილი, ნავიდ კერმანი, დათო ტურაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, ნაირა გელაშვილი, ზაზა ბურჭულაძე – „ლიტერატურული მოსაწვევი საქართველოში“ – Verlag Klaus Wagenbach GmbH
„H2SO4 – DADA in Tiflis“ – Ciconia Ciconia
იაკობ ცურტაველი, იოანე საბანისძე, ანონიმი ავტორი – ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული – „შუშანიკის წამება“, „აბო თბილელი“, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ – Leipziger Literaturverlag
აკაკი ბაქრაძე – „ილია ჭავჭავაძე“ – Leipziger Literaturverlag
ჯემალ ქარჩხაძე – „ანტონიო და დავითი“ – Leipziger Literaturverlag
არჩილ ქიქოძე – „ჩიტის და კაცის ამბავი“ – Ullstein Buchverlage GmbH
არჩილ ქიქოძე – „სამხრეთული სპილო“ – Ullstein Buchverlage GmbH
ირმა ტაველიძე – „აღმოსავლეთის გამოგონება“ – edition.fotoTAPETA Berlin
ნოდარ დუმბაძე – მოთხრობათა კრებული – edition.fotoTAPETA Berlin

ავსტრია
ბონდო მაცაბერიძე – „ზღაპრები თუსიზე და ბუსიზე და სხვა ზღაპრები“ – Drava Verlag GmbH
დიანა ანფიმიადი – „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“ – Drava Verlag GmbH

დიანა ანფიმიადი, თინა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი, მაკა ჯიბუტი – „ბარბარესთან”- კულინარიული წიგნი ბარბარე ჯორჯაძის სრული სამზარეულოს მიხედვით “ – Wieser Verlag GmbH
შოთა ჩანტლაძე, ჯარჯი ფხოველი, ესმა ონიანი, მიხეილ გოგუაძე, ლია სტურუა, უშანგი გაბიტაშვილი, კარლო კაჭარავა, დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე – პოეტური კრებული – Erhard Löcker Gesellschaft m.b.H

დიდი ბრიტანეთი
ვაჟა-ფშაველა – პოემისა და მოთხრობების კრებული – Paper + Ink

იტალია
გიორგი ლობჟანიძე, შოთა იათაშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, მილო დე ანგელისი, კლაუდიო პოზანი, მოდენიკო ბრანკალე, ფრანჩესკო იანონე – „4+4=უსასრულობას“ – Giuliano Ladolfi Editore S.R.L.
ზაზა ბურჭულაძე – „ტურისტის საუზმე“ – Ibis S.R.L. Di Veronesi & C

უკრაინა
პაატა შამუგია – პოეტური კრებული – FOP Zavadskyi Iurii Romanovych

აზერბაიჯანი
ჭაბუა ამირეჯიბი – „დათა თუთაშხია“ – Teas Press Nashriyyat Evi LLC
ლაშა ბუღაძე – „პატარა ქვეყანა“ – Qanun Publishing House
აკა მორჩილაძე – „ობოლე“ – Qanun Publishing House

ისრაელი
ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“ – Itay Bahur Publishing

კორეა
რუსუდან რუხაძე, ნუგზარ შატაიძე, ირაკლი სამსონაძე, თეა თოფურია, ნინო სადღობელაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ინა არჩუაშვილი, ნინო თარხნიშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი ლეონიძე – მოთხრობების კრებული – Ma-eum-Yi-eum (LTI Korea)

ირანი
ნინო აბაკელია, თამარ აღაპიშვილი, კარლო აქიმიძე, დავით თაქთაქიშვილი, ბესო ლორთქიფანიძე, კოტე ჯანდიერი, დავით ჯაფარიძე – „საქართველოს ატლასი მოზარდთათვის“ – Sejuq