„ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება თსუ-ში [ფოტოამბავი]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო.
საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აერთიანებს.