ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება [ფოტო]
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება [ფოტო]

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მხატვარ შალვა მატუაშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით – „ის, რასაც ვხედავ“ და მასტერკლასს უმასპინძლებს.

ნამუშევრების დათვალიერება მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ამასთან, გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 4 აპრილს შალვა მატუაშვილი ხატვის მასტერკლასს ჩაატარებს. მასტერკლასს, რომელიც 21.00 საათზე დაიწყება, მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი მუსიკოსი გიგი პიანომენი.

გამოფენა 14 აპრილამდე გაგრძელდება.