„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ჭიღვარიამ ხმა მე-15-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ქუთაისის მერობის კანდიდატის განცხადებით, „ქართული ოცნება“, ისევე როგორც პირველ ტურში, ამჯერადაც დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვებს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს, ჭიღვარიას თქმით, მისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, აქედან გამომდინარე, მისივე განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.