„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს
„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს

პარტია „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და მთავრობის წევრებთან ერთად თელავში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ეფექტურობის მიზნით, შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები.

მათივე ცნობით, საპარლამენტო გუნდისა და მთავრობის წევრთა შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება.