„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა
„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა.

გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წევრებმა ყრილობაზე მიიღეს.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან – ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი.

„ქართული ოცნების“ ყრილობა დღეს გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკაში დაბრუნდა.