„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონთან დღეს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირად წარმოამდგენელ, კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი განიხილეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დანიელსონს დღეს ექვს საათზეც შეხვდება, სავარაუდოდ ხვალ კი, შეხვედრა საერთო ფორმატში გაიმრთება.
„ჩვენ გქვონდა კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები, ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს ექვს საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. სავარაუდოდ ხვალ, უკვე საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.