„ქართული ოცნების“ თელავის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დაიწყო.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი კონფერენცია თელავში გაიმართა, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დღესვე კონფერენცია გაიმართება ახმეტაშიც.