„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ისნისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
„ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციაზე ისნისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს, ნაძალადევის ორგანიზაციას – დავით ჭელიძე.
პარტიაში განმარტავენ, რომ ამით დასრულდა „ქართული ოცნების“ თბილისის კონფერენციები, რომლებზეც დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.