„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ოზურგეთში 13:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
შეხვედრას დაესწრება გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.