„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს იყო როგორც პოლიტსაბჭოს სხდომა, ასევე უმრავლესობის სხდომაც. რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.