„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ და სამთავრობო გუნდმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მმართველი გუნდის პოლიტიკა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, შეფასდა 2022 წლის განვლილი პერიოდი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.
მათივე ცნობით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.