„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას გახდა ცნობილი.
წარდგენას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
„საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საპარლამენტო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. „ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს პატრიტიოზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. ეს არის საქართველოს მოქმედი და მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – განაცხადა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.