იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერია
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ერთი მინისტრი მოხვდა.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომრით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის ღონისძიება ამ წუთებში მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.